ვაკოს გოლს პლუს პასი! ქართველების გამარჯვება ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდთან!
Aa
Aa

ვაკოს გოლს პლუს პასი! ქართველების გამარჯვება ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდთან!

MLS-ის მორიგ ტურში ''სან ხოსემ'' საკუთარ მოედანზე ''ლოს ანჯელეს გალაქსი'' 3:0 დაამარცხა. პირველი გოლი მე-11 წუთზე ქართველმა შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა, რომელმაც ''სან ხოსეს'' მაისურით ჩატარებულ უკანასკნელ 4 მატჩში 6 გოლი გაიტანა, რაც შესანიშნავი შედეგია.

82-ე წუთზე ყაზაიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა, რომელიც გოლად სალინასმა აქცია. მატჩის საბოლოო ანგარიში ტომი ტომპსონმა დააფიქსირა და იბრაჰიმოვიჩის გუნდი დამარცხდა.

''ლოს ანჯელეს გალაქსის'' შემადგენლობაში ''იბრამ'' 90 წუთი ითამაშა. ''სან ხოსეში'' გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა სასტარტო შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები