Aa
Aa

ერნანდესი "მილანს" უახლოვდება

21 წლის განაპირა მცველი, ტეო ერნანდესი, იტალიურ „მილანში“ გადასვლას უახლოვდება. მილანელთა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ, რამდენიმე დღის წინ ერნანდესის წარმომადგენლებთან იბიცაზე შეხვედრა გამართა, რომელიც, როგორც ირკვევა, საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა.

თავდაპირველად იწერებოდა, რომ „რეალი“ ახალგაზრდა ფეხბურთელს იტალიაში მშრალი იჯარით გაუშვებდა, თუმცა Sky Sport Italia-ს გუშინდელი ცნობით, „შავ-წითლებს“ ერთწლიანი იჯარის შემდეგ ერნანდესის 20 მილიონ ევროდ გამოსყიდვის საშუალება ექნებათ.

„როსონერი“ „სამეფო კლუბის“ კიდევ ერთი ახალგაზრდა მოთამაშის, დანი სებალიოსის, ტრანსფერითაც ინტერესდებოდა, თუმცა ბოლო დღეებში ამ თემის შესახებ ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომ „მილანის“ ინტერესთა სფეროში დანიელე დე როსი, ნაბილ ფეკირი, ლუკას ტორეირა, დენის პრატი, რუსლან მალინოვსკი და ოზან კაბაკიც არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები