Aa
Aa

ბორიელოს სენსაციური განცხადება - "ლიდსს" ტოტის ფეხბურთელის რანგში დამატება სურს

ფრანჩესკო ტოტის ყოფილმა თანაგუნდელმა, მარკო ბორიელომ, Sky Sport Italia-სთან საუბრისას სენსაციური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ინგლისურ კლუბ „ლიდს იუნაიტედს“ ტოტის ფეხბურთელის რანგში მიწვევა სურს.

„ჩესკომ“ აქტიური სპორტული კარიერა 2 წლის წინ დაასრულა, თუმცა ბორიელოს მტკიცებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ინგლისელები ამ საკითხზე სერიოზულად ფიქრობენ და ტოტის წინადადებით უკვე მიმართეს.

ლეგენდარულმა იტალიელმა „რომა“ რამდენიმე კვირის წინ დატოვა და პრესა მას გენუის „სამპდორიასთან“ აკავშირებს, რომლის თავკაცადაც „ერ პუპონეს“ მეგობარი - ეუსებიო დი ფრანჩესკო დაინიშნა.

რაც შეეხება ბორიელოს, იგი „რომას“ რიგებში 2010-2015 წლებში თამაშობდა, კარიერის განმავლობაში კი უამრავი კლუბის, მათ შორის „მილანის“ მაისურითაც უასპარეზია, იტალიის ნაკრების ღირსება კი 7 შეხვედრაში დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები