მოურინიოს სურს ბედი სანაკრებო ფეხბურთში სცადოს
Aa
Aa

მოურინიოს სურს ბედი სანაკრებო ფეხბურთში სცადოს

ევროპის ოთხ ქვეყანაში დასაკუთრებული თასების შემდეგ, ჟოზე მოურინიოს ახალ გამოწვევასთან სურს გამკლავება. პორტუგალიელ სპეციალისტს უნდა ბედი სანაკრებო ფეხბურთში სცადოს. მოურინიო სამომავლო გეგმებს Eleven Sports-სთვის მიცემულ ინტერვიუში შეეხო და ფრიად საინტერესო განცხადება გააკეთა.

„მინდა ისეთ ტურნირებში მივიღო მონაწილეობა, რომლებშიც აქამდე ბედი არ მიცდია. მუნდიალზე და ევროპის ჩემპიონატზე ვფიქრობ.

დიდი ხანია ახალი თავგადასავალის დაწყების სურვილი მაქვს. დღესდღეობით საკუთარ თავს ნაკრების თავკაცის პოსტზე უფრო ვხედავ, ვიდრე რომელიმე კლუბის.

მსურს ჩემპიონობა კიდევ ერთ ქვეყანაში დავისაკუთრო და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მესამე გუნდთან ერთად გავხდე. თუმცა გადაწყვეტილებას მხოლოდ ამ ფაქტორების გათვალისწინებით არ მივიღებ. გამარჯვება აუცილებელი არაა! მინდა ახალ კლუბში ბედნიერი ვიყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მსურს ბედნიერი ვიყო და თანხმობას იქამდე არ განვაცხადებ, სანამ დარწმუნებული არ ვიქნები“.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედს“ წვრთნიდა. პორტუგალიელმა პირველივე სეზონში ევროპა ლიგა მოიგო, თუმცა შემდეგ გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და „წითელი ეშმაკების“ თავკაცის პოსტის დატოვება მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები