ბასილაშვილი ჰალეში ბერეტინისთან დამარცხდა
Aa
Aa

ბასილაშვილი ჰალეში ბერეტინისთან დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბალახის სეზონი წარუმატებლად დაიწყო და ჰალეს ტურნირის პირველ წრეში იტალიელ მატეო ბერეტინისთან 2 სეტში დამარცხდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ბრწყინვალე ფორმაში მყოფ ბერეტინის ვერაფერი მოუხერხა და სეტები თითო-თითო ბრეიკით წააგო - 4:6; 4:6.

პირველ პარტიაში იტალიელმა ნიკას მოწოდება მე-5 გეიმში აიღო და უპირატესობის შენარჩუნება არ გასჭირვებია, ხოლო მეორე სეტში იგივე მე-9 გეიმში გააკეთა, რასაც მატჩზე წარმატებულად ჩაწოდება მიაყოლა და შემდეგ წრეში ანდრეას სეპიზე გავიდა.

ბასილაშვილმა 1 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 28-დან 20 (71%), მეორეზე კი 29-დან 19 (68%) ქულა მოიგო. ქართველმა 2-დან ვერცერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, თავად კი მოწოდება 3-დან 2 შესაძლებლობისას დათმო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც 1 ივლისისს დასაწყები "უიმბლდონისთვის" ემზადება, ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები