ლამპარდი
Aa
Aa

ლამპარდი "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტს უახლოვდება

ლონდონის „ჩელსი“ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ „სტემფორდ ბრიჯი“ მაურიციო სარიმ დატოვა და „არისტოკრატები“ სწორედ მის შემცვლელს ეძებენ.

„ლურჯები“ რამდენიმე კანდიდატურას განიხილავენ, თუმცა ყველაზე დიდი შანსი „ჩელსის“ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, ფრენკ ლამპარდს აქვს. Daily Mail-ის ინფორმაციით ლონდონელთა მფლობელი, რომან აბრამოვიჩი ამ კვირაში ლეგენდარულ ინგლისელს შეხვდება და მასთან საბოლოო დეტალებს შეათანხმებს.

აბრამოვიჩისა და ლამპარდის შეხვედრა საფრანგეთში გაიმართება და უდიდესი ალბათობით უახლოეს პერიოდში ვაკანტურ პოსტს დაიკავებს.

„ლურჯების“ მესვეურებს იმედი აქვთ, რომ მთავარ მწვრთნელად კლუბის ერთ-ერთი ლეგენდის დანიშვნას გულშემატკივრები დადებითად შეხვდებიან და გადაავიწყდებათ ის უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც სარის „ჩელსის“ მიმართ ჰქონდათ.

„ლემპსის“ დაბრუნებას მხარს ლონდონელთა აკადემიის მმართველებიც უჭერენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ლამპარდი ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ ინგლისელი სპეციალისტის გადაბირების შემთხვევაში, „ჩელსის“ „დერბისთვის“ კომპენსაციის გადახდა მოუწევს. „პრაიდ პარკის“ მესვეურები გამოსასყიდ თანხას ითხოვენ და "სუპერ ფრენკს" მხოლოდ 4 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელევიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები