დროგბა, რობერტო კარლოსი, უსეინ ბოლტი, ტომ ჰენქსი - ვარსკვლავთცვენა
Aa
Aa

დროგბა, რობერტო კარლოსი, უსეინ ბოლტი, ტომ ჰენქსი - ვარსკვლავთცვენა "სტემფორდ ბრიჯზე"

16 ივნისს ლონდონში „ჩელსის“ „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა საქველმოქმედო მატჩი, რომელშიც მონაწილეობა ფეხბურთისა და ჰოლივუდის ვარსკვლავებმა მიიღეს. ასევე იყვნენ შოუბიზნესისა და სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებიც.

საღამო უდაოდ დიდებული, სანახაობრივი და პოზიტიური გამოდგა. „მსოფლიო ნაკრებმა“ ინგლისის ლეგენდების დამარცხება პენალტების სერიაში შეძლო. ძირითადი დრო კი ფრედ 2:2 დასრულდა.

მატჩში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ვარსკვლავებმა როგორებიც არიან დიდიე დროგბა, ჯონ ტერი, რობერტო კარლოსი, მაიკლ ოუენი, ერიკ კანტონა, რობერ პირესი, დევიდ სიმენი, მსახიობი ჯეიმს მაკკევოი, ლეგენდარული უსეინ ბოლტი, მომღერალი რობი უილიამსი და სხვები.

საქველმოქმედო საღამოს შეუერთდა ლეგენდარული მსახიობი ტომ ჰენქსი, რომელიც ფეხბურთის დიდი ქომაგია. ჰენქსი „ასტონ ვილას“ გულშემატკივარი გახლავთ.

საღამოს მთავარი „ჰაილაითი“ რობერტო კარლოსის საოცარი გადაცემა იყო, რომელიც ბრაზილიელმა ქუსლით შეასრულა.

გოლების ავტორები ფრისტაილერი ჯერემი ლინჩი (დუბლი), უესინ ბოლტი და რეალითი შოუს ვარსკვლავი კემ სეტინეი გახდნენ. პენალტების სერია მსოფლიო ნაკრების გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები