Aa
Aa

იმობილე გემბლინგთან კავშირს უარყოფს

ესპანური პრესის ცნობით, იმავე მატჩების ჩაწყობის ამბავში, რომლის გამოც ესპანეთში რამდენიმე ადამიანი დააკავეს, იტალიური „ლაციოს“ ფორვარდი - ჩირო იმობილე და საფეხბურთო კლუბ „ფროზინონეს“ 4 ფეხბურთელიც მონაწილეობდა.

ერთ-ერთი არალეგალური გემბლინგის მწარმოებლის, მატია მარიოტის, თქმით, იმობილე სხვადასხვა მატჩებზე ფსონებს რეგულარულად დებდა. ფეხბურთის წესებით, პროფესიონალ მოთამაშეს გემბლინგში მონაწილეობა ეკრძალება.

იმობილე აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს, მისი ადვოკატის განცხადებით, ფეხბურთელს გემბლინგთან არანაირი კავშირი არ აქვს. თემასთან დაკავშირებით პოსტი თავად 29 წლის თავდამსხმელმაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ მისი კრიტიკოსები უნდა დაფიქრდნენ და მისთვის ტალახის სროლაც მოეშვან.

ჩირო იმობილემ 2017-2018 წლების სერია A-ს 29 გოლით დაასრულა და ტურნირის თანაბომბარდირი გახდა, დასრულებულ სეზონში კი თავი 15-ჯერ გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები