Aa
Aa

The Sun-ის ექსკლუზიური ინფორმაცია - "მანჩესტერი" გრიზმანს უმიზნებს

გუშინ მადრიდის „ატლეტიკოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ხილ მარინმა განაცხადა, რომ ანტუან გრიზმანი კარიერას „კამპ ნოუზე“ გააგრძელებს. მარინას თქმით ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მარტში იყო გადაწყვეტილი. დღეს კი გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Sun სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და იუწყება, რომ ფრანგი სუპერვარსკლავი შესაძლოა „ოლდ ტრაფორდზე“ აღმოჩნდეს.

The Sun-ის ცნობით მანჩესტერელები მოვლენებს დიდი ინტერესით აკვირდებიან და გეგმავენ ბოლო მომენტში გრიზმანი „ბარსელონას“ წაართვან. „წითელი ეშმაკები“ სოლიდურ წინადადებას ამზადებენ და აპირებენ 28 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ „როხიბლანკოს“ თავისთვის სარეკორდო თანხა, 95 მილიონი ფუნტი გადაუხადონ.

გრიზმანისთვის ბრძოლაში „ბარსელონა“ კვლავ ფავორიტად რჩება, თუმცა „ბლაუგრანას“ „ატლეტიკოსთვის“ ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავს, რამაც „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრებს ხელ-ფეხი გაუხსნა.

The Sun-ის მიხედვით „იუნაიტედის“ მესვეურებს დიდი იმედი აქვთ, რომ გრიზმანის ტრანსფერის გაჩარხვას მოახერხებენ. თუმცა მშვენივრად მოეხსენებათ, რომ მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე თამაში, ფრანგის დაყოლიებისას სერიოზული პრობლემებს შეუქმნით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები