Le Parisien: გრიზმანი
Aa
Aa

Le Parisien: გრიზმანი "ბარსელონასთან" უფრო ახლოა, ვიდრე პსჟ-სთან

გრიზმანის სატრანსფერო საგა გრძელდება. „ბარსა“, თუ პსჟ? ეს კითხვა უკვე 1 კვირაა ისმის. ბოლო დღეებში პარიზული კლუბი დაწინაურდა და თითქოს შეთანხმებაც ახლოს იყო.

დღეს ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ Le Parisien-მა დაწერა, რომ გრიზმანი „ბარსელონასთან“ უფრო ახლოსაა, ვიდრე პსჟ-სთან.

მიუხედავად ხელაიფის გუნდის დიდი ინტერესისა, გრიზმანი თავის მომავალს „კამპ ნოუზე“ ხედავს.

ფრანგული გამოცემა პსჟ-სთან საკმაოდ მჭიდრო კონტაქტით არის ცნობილი და გუნდის შესახებ ხშირ შემთხვევაში უტყუარ ინფორმაციას ფლობს.

“ვიცი რომელ კლუბში გავაგრძელებ კარიერას და რა მსხვერპლის გაღება მომიწევს ამისთვის. მხოლოდ ცოტა მოთმინებას გთხოვთ. როგორც კი რამის თქმა შემეძლება, ამას სიამოვნებით გავაკეთებ." - ეს სიტყვები ანტუან გრიზმანმა რამდენიმე დღის წინ თქვა.

ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ გრიზმანის ტრანსფერის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ივნისის ბოლოს გასაჯაროვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები