რონალდუს რეაქცია, როდესაც გაიგო რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ის არ დასახელდა
Aa
Aa

რონალდუს რეაქცია, როდესაც გაიგო რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ის არ დასახელდა

ერთა ლიგის გათამაშების პირველი გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრები გახდა.

ფერნანდო სანტუშის გუნდმა რონალდ კუმანის ჰოლანდია 1:0 დაამარცხა და თასს დამსახურებულად დაეუფლა.

პორტუგალიამ ფინალი გონსალო გედეშის გოლით მოიგო, ნახევარფინალში კი რონალდუს ჰეთ-თრიკით შვეიცარიას სძლიეს.

როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ ერთა ლიგის გათამაშებაში ნახევარფინალიდან ჩაერთო, მანამდე კი პორტუგალიამ საკმაოდ რთული გზა მის გარეშე გაიარა და ძლიერი ჯგუფის მოგება შეძლო.

ფინალური მატჩის შემდეგ, როდესაც ტურნირის საუკეთესო მოთამაშის დასახელების დრო მოვიდა, რონალდუ და ბერნარდო სილვა გვერდიგვერდ იდგნენ. ამ დროს გამოცხადდა, რომ საუკეთესოს წოდება „მანჩესტერ სიტის“ ლეგიონერს მიენიჭა.

როგორც მადრიდული AS-ი წერს, რონალდუსთვის ბერნარდოს დასახელება როგორც ჩანს მოულოდნელი აღმოჩნდა.

თანაგუნდელებმა ბერნარდოს გამარჯვება მიულოცეს, თუმცა ეს ყველაზე ახლოს მდგომ რონალდუს არ გაუკეთებია (ბოლო მომენტამდე). კრიშტიანუს სახეზე უკმაყოფილება აშკარად ეტყობოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები