Aa
Aa

რობენის აგენტს "ლაციო" დაუკავშირდა

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა შემტევმა, არიენ რობენმა, შესაძლოა, კარიერა იტალიის სერია A-ში გააგრძელოს. Calciomercato-ს ინფორმაციით, ჰოლანდიელის აგენტს „ლაციოს“ წარმომადგენლები დაეკონტაქტნენ.

რომაელებმა ნიადაგი მოსინჯეს და სცადეს გაერკვიათ, რამდენად დაინტერესდება თავად რობენი მათ კლუბში თამაშით. ამ ეტაპზე სხვა სახის კომუნიკაცია არ შემდგარა და ახალი ცნობები უახლოეს დღეებში უნდა გავრცელდეს.

არიენ რობენი 30 ივნისიდან თავისუფალი აგენტი გახდება და ნებისმიერ კლუბში გადასვლა შეეძლება. მისი გადაბირება რამდენიმე ჰოლანდიურ კლუბსაც სურს, მათ შორის ფეხბურთელის მშობლიური გუნდი „გრონინგენიცაა“.

რობენმა „ბაიერნის“ მაისურით გასულ სეზონში 19 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები