Aa
Aa

ნეიმარი ისევ დაიმტვრა და კოპა ამერიკას გამოტოვებს!

ბრაზილიის ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" სუპერვარსკლავ ნეიმარს ურთულესი პერიოდი უდგას. 27 წლის შემტევმა რამდენიმე დღის წინ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და მის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო ფსიქილოგიური პრობლემები ჰქონდა.

იყო ვარაუდი, რომ იგი "კოპა ამერიკას" გამოტოვებდა, მაგრამ "სელესაოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ტურნირში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. ნეიმარმა ეროვნული გუნდის მაისური ყატართან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაშიც მოირგო, თუმცა იძულებული გახდა მოედანი ნაადრევად დაეტოვებინა.

ბრაზილიელს ერთ-ერთ ეპიზოდში მარჯვენა ფეხში ჩაარტყეს და დაზიანება საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა. სათადარიგო სკამზე ყოფნისას 27 წლის ფეხბურთელი ცრემლებს ვერ იკავებდა და გასახდელისკენ ექიმების დახმარებით გაემართა.

როგორც გაირკვა ნეიმარის ტრავმა სერიოზულია და ბრაზილიელი ფეხბურთელი "კოპა ამერიკას" გამოტოვებს.

"კოპა ამერიკის" წლევანდელი გათამაშება ბრაზილიაში იმართება. ტურნირი სტარტს 15 ივნისს აიღებს და მასპინძლები ჩემპიონობისთვის ბრძოლას ბოლივიის ნაკრებთან დაიწყებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები