Aa
Aa

ოფიციალურად: კონტე "ინტერის" მთავარი მწვრთნელია!

როგორც მოსალოდნელი იყო, მილანის „ინტერისა“ და ანტონიო კონტეს თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდა. „ნერაძურიმ“ გუშინ საღამოს ლუჩიანო სპალეტის გათავისუფლება გვამცნო, რამდენიმე საათში კი მის შემცვლელად სწორედ კონტე დაასახელა.

პრესაში გავრცელებული ცნობებით, „კონტისიმე“ „შავ-ლურჯებთან“ 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც წლიურ ხელფასად 12 მილიონ ევროს მიიღებს. ანაზღაურების ოდენობით კონტე სერია A-ში, მწვრთნელებს შორის, ყველა დროის რეკორდს დაამყარებს.

მას შემდეგ, რაც 49 წლის სპეციალისტის „ინტერში“ დანიშვნა გამოცხადდა, „იუვენტუსის“ ფანებმა პეტიცია შეადგინეს, რომლითაც „ვეკია სინიორას“ სტადიონის სამუზეუმო ნაწილიდან კონტეს ვარსკვლავის ამოღებას ითხოვენ.

ანტონიო კონტე „იუვეს“ რიგებში 1991-2004 წლებში თამაშობდა და კარიერა მის რიგებში დაასრულა, 2011-2014 წლებში კი გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ. იტალიელი სპეციალისტი ბოლოს ლონდონის „ჩელსის“ ავარჯიშებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები