Aa
Aa

აღლუმი მადრიდში! - თასი მადრიდის ქუჩებში

ესპანეთის დედაქალაქი, მადრიდი, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება. წინასაფინალო ერთ-ერთი ცერემონია საჩემპიონო თასის ქალაქის ქუჩებში გამომზეურება და აღლუმის მოწყობა იყო.

„რეალისა“ და „ლივერპულის“ ყოფილმა ფორვარდმა, ფერნანდო მორიენტესმა და „ატლეტიკოს“ ყოფილმა მცველმა, რობერტო სოროსაბალმა, თასი მადრიდის ქუჩებში გაიტანეს, რასაც მოცეკვავეთა აკომპანირება ახლდა. მსვლელობა სპეციალურ პარკთან დასრულდა, სადაც თასი განათავსეს და გულშემატკივარს მასთან ფოტოების გადაღების საშუალება მიეცა.

სინქრონი 1 - „გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ყველაფერი ოცნებას ჰგავს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ „ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდოდა, რის გამოც ამ შესანიშნავ ფანებისთვის გამოყოფილ პარკში ოჯახთან ერთად მოვიდოდი. ეს ჩემთვის მართლაც დაუჯერებელი რეალობაა“.

სინქრონი 2 – „ბილეთების ყიდვას ველოდები, ჯერ სხვა არაფერი ვიცი. ვფიქრობ, ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს ითამაშებს. ფინალში ყოფნა ყველა გუნდის სურვილია, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში კარგი მატჩი უნდა გამოვიდეს“.

სინქრონი 3 – „ახლახანს ვესაუბრე ერთ ბიჭს, რომელიც ბილეთში 2 და 3 ათას ევროს ითხოვდა. ასევე, გუშინ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიყავი და ვნახე, რომ რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომელთაც ყალბი ბილეთები ჰქონდათ“.

ესპანეთის დედაქალაქში ფინალისთვის ჯამში 80 ათას ბრიტანელ გულშემატკივარს ელოდებიან, რომელთანაც ბილეთი 32 ათასს აქვს. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული 1 ივნისს, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაირკვევა. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები