Aa
Aa

მსაჯებმა ტოჩინოშინს გამარჯვება მოპარეს!

„ნაცუ ბაშოს“ დასკვნითი ეტაპი ტოჩინოშინისთვის ურთულეს გამოცდად იქცა. ტურნირის მე-13 დღეს ქართველი რიკიში გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ ასანოიამასთან ჯახს ზედიზედ ორი მარცხით შეხვდა.

სამწუხაროდ ქართველმა ნავსის გატეხვა დღესაც ვერ მოახერხა და მიჯრით მესამე მარცხი განიცადა. ორთაბრძოლა ლევანის უპირატესობით წარიმართა და გიოჯიმ თავდაპირველად გამარჯვება სწორედ მას მიანიჭა, მაგრამ მსაჯებმა აღმაშფოთებელი და უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს და მოგება ასანოიამას ჩაუთვალეს.

ხვალ ლევან გორგაძეს უმძიმესი ორთაბრძოლის ჩატარება მოუწევს. ჩვენებური სუმოისტი იოკოძუნა კაკურიუს წინააღმდეგ გავა. ტოჩინოშინი მონღოლ სეკიტორს 26-ჯერ შეერკინა და წარმატებას 3-ჯერ მიაღწია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 ორთაბრძოლიდან 2 ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

ცხელი ამბები