სამურკასოვის ეფექტური საგოლე პასი: ''ლოკოს'' გამარჯვება თბილისურ დერბიში
Aa
Aa

სამურკასოვის ეფექტური საგოლე პასი: ''ლოკოს'' გამარჯვება თბილისურ დერბიში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში თბილისის ''ვიტ ჯორჯია'' ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე თბილისის ''ლოკომოტივთან'' 0:3 დამარცხდა. ''ლოკომ'' კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ სამი მატჩი მოიგო, თბილისის ''დინამოსთან'' და გორის ''დილასთან'' გამარჯვებას ''ვიტ ჯორჯიას'' ძლევა მოჰყვა.

თბილისურ დერბიში ლევან კორღალიძის გუნდმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო, 34-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძის შორეული დარტყმა გოლით დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ''ლოკომოტივმა'' მეორე გოლი შეაგდო, სწრაფი შეტევა სამურკასოვის ეფექტური საგოლე პასით გაგრძელდა და ირაკლი სიხარულიძემ მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი შეაგდო.

აღსანიშნავია, რომ დავით სამურკასოვმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის უკანასკნელ 4 შეხვედრაში 2 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.

76-ე წუთზე პირველი გოლის ავტორმა თორნიკე კირკიტაძემ საგოლე პასი შეასრულა და 19 წლის თორნიკე ძებნიაურმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი შეაგდო.

მე-9 ტურში თბილისის ''დინამოსთან'' მოგებული მატჩის შემდეგ ''ვიტ ჯორჯიამ'' ზედიზედ ექვსი მატჩი წააგო, ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი 11 ქულით მე-9 ადგილზეა და 1 ქულით ბოლოადგილოსან ''რუსთავს'' უსწრებს, რომელიც მე-15 ტურის მატჩს 24 მაისს სტუმრად ბოლნისის ''სიონთან'' გამართავს.

ფოტო: fcloco.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები