Aa
Aa

ბერლუსკონი: "მილანის" თამაშის ყურებისას ტელევიზორს 10 წუთის შემდეგ ვრთავ"

„მილანის“ ლეგენდარული პრეზიდენტი, სილვიო ბერლუსკონი, გუნდის ამჟამინდელი სათამაშო სტილით უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ მას 1 ფორვარდიანი ტაქტიკა არ მოსწონს.

„ახლანდელ ერთფორვარდიანი ტაქტიკის გამოყენებას არ ვეთანხმები, თანაც მაშინ, როცა ფეხბურთელებს შორიდან დარტყმა ასე კარგად შეუძლიათ. ვრთავ ტელევიზორს, რათა თამაში ვნახო, მაგრამ 10 წუთის შემდეგ მისი გამორთვა მიწევს, რადგან გუნდი ძალიან ცოტა კარში დარტყმას ასრულებს“.

აღსანიშნავია, რომ 82 წლის ბერლუსკონის ერთფორვარდიან ტაქტიკაზე გართულება ადრეც ჰქონდა. კარლო ანჩელოტი 2000-იანი წლების დასაწყისში „როსონერის“ შეტევის წინა ხაზზე მხოლოდ ანდრეი შევჩენკოს ათამაშებდა, ბერლუსკონისთან საუბრის შემდეგ კი გუნდი ორფორვარდიან სქემაზე გადააწყო.

ჯენარო გატუზოს „მილანი“ სერია A-ს ბოლო ტურის წინ მე-5 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ „ინტერსა“ და „ატალანტას“ 1 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება თავად ბერლუსკონის, იგი ამჟამად სერია C-ს კლუბ „მონცას“ ფლობს, რომელიც გასულ წელს შეიძინა და ადრიანო გალიანისთან ერთად მართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები