Aa
Aa

ბეილი: "ფეხბურთელები რობოტებივით ვართ"

მადრიდის „რეალის“ უელსელმა შემტევმა გარეტ ბეილმა ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან საინტერესო განცხადება გააკეთა. 29 წლის მოთამაშეს ჰკითხეს ეთანხმება თუ არა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც აცხადებენ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, ცხოვრება დაიბრუნეს. ბეილის პასუხი ასეთი გახლდათ: „დიახ, ნამდვილად ასეა. პროფესიონალი ფეხბურთელები საკუთარ გრაფიკს ისე ვერ ადგენენ, როგორც მაგალითად ჩოგბურთელები ან გოლფის მოთამაშეები“.

„ჩვენ რობოტებივით ვართ. გვეუბნებიან სად ვიყოთ, როდის ვიყოთ, როდის ვჭამოთ, როდის დავიძინოთ და მწვრთნელთან როდის მივიდეთ. ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ცხოვრებას კარგავ. მხოლოდ იმას აკეთებ, რასაც გეუბნებიან და არჩევანის საშუალებაც არ გაქვს. ასე რომ, კი სავსებით მესმის მათი, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს“.

„თუმცა, მეორე მხრივ ფეხბურთელის კარიერა იმდენად ხანმოკლეა, რომ ზოგჯერ გარკვეულ დათმობებზე გიწევს წასვლა. ზოგი თვლის, რომ ეს ყველაფერი ამად ღირს, სხვების აზრით კი ასე არ არის. მთავარი ის გახლავთ, რომ ყველა მოთამაშე ხვდება კარიერის დასრულების დრო როდის მოდის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები