Aa
Aa

"მთავრობასთან მოგებული ბრძოლა"! - "გალათასარაი" თურქეთის ჩემპიონობას ზეიმობს

საფეხბურთო კლუბ „გალათასარაის“ ათასობით გულშემატკივარმა სტამბულის ქუჩებში საჩემპიონო ზეიმი მოაწყო. ფათიჰ თერიმის გუნდმა ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში უშუალო კონკურენტ „ბაშაჰშეჰირს“ უმასპინძლა და ტიტული მასთან გამარჯვების შედეგად გაიფორმა.

„გალას“ ფანებმა აღნიშნული ჩემპიონობა მთავრობის წინააღმდეგ მიღწეულ გამარჯვებად მონათლა, რადგან „ბაშაჰშეჰირს“ მხარს ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯიპ ტაიპ ერდოღანი, უჭერდა.

„ეს მხოლოდ საფეხბურთო ბრძოლა არ იყო, რადგან ყველა შესაძლო სცენარით გვიშლიდნენ ხელს. ეს ყველაფერი თუნდაც პირველი ტაიმის მიმდინარეობისას გამოჩნდა.

ყოველთვის ჩვენი მწვრთნელის, ფათიჰ თერიმის, გვერდით ვიქნები. ფათიჰ თერიმი უდიდესია! „გალათასარაი“ უდიდესია“!

„ჩვენ უბედნიერესები ვართ, რადგან დავამარცხეთ გუნდი, რომელსაც მთავრობის მხარდაჭერა ჰქონდა. თქვენი იცით, რომ მათ „აკბილსპორს“ ვეძახით, ისინი სტამბულის მუნიციპალიტეტის სუბსიდიებით სარგებლობენ და სწორედ ამით არსებობენ.

ამ გამარჯვებით ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ „გალათასარაი“ ამ ყველაფერზე მაღლა დგას. ღირსეული და განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ჩემპიონობაა! უბედნიერესები ვართ“.

„გალათასარაიმ“ „ბაშაქშეჰირს“ ცხრილში 3 ქულით გაასწრო და რადგან ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგი აქვს, ბოლო ტურის შედეგებს აზრი დაეკარგა.

სტამბულურ კლუბს სათავეში ცნობილი თურქი მწვრთნელი, ფათიჰ თერიმი, უდგას. „გალამ“ ქვეყნის ჩემპიონობა ისტორიაში 22-ედ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები