Aa
Aa

მარადონაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა კანის ფესტივალზე შედგა

საფრანგეთის ქალაქ კანში, დიეგო მარადონას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა. ფილმში მარადონას ცხოვრებასა და საფეხბურთო კარიერაზეა მოთხრობილი, მისი ჩვენება კი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში მოეწყო.

ფილმი 2 საათი და 10 წუთი გრძელდება, მისი სცენარის ავტორი და რეჟისორი ასიფ კაპადიაა, რომლის ცნობილი ნამუშევრებიც, აირტონ სენასა და ემი ვაინჰაუსის შესახებ გადაღებული ასევე დოკუმენტური ჟანრის ფილმებია. ფილმმა „ემიმ“ უამრავ სხვა ჯილდოსთან ერთად, ოსკარი მოიგო.

თავად მარადონა პრემიერას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ დაესწრო, ლეგენდარულ არგენტინელს ამჯერად მხარი აწუხებს. შეგახსენებთ, რომ დიეგოს იანვარში გადაუდებელი ოპერაცია მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც მუცელში სისხლდენა დაეწყო.

დიეგო მარადონა აქტიურ სამწვრთნელო კარიერას აგრძელებს და ამჟამად მექსიკური კლუბის - „დორადოსის“ თავკაცის პოსტზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები