კომპანი სამწვრთნელო კარიერას იწყებს:''განსაკუთრებულ გუნდს ვტოვებ''
Aa
Aa

კომპანი სამწვრთნელო კარიერას იწყებს:''განსაკუთრებულ გუნდს ვტოვებ''

საფეხბურთო კლუბ ''მანჩესტერ სიტის'' ვენსან კომპანი ტოვებს. ''ქალაქელებში'' გატარებული ბოლო სეზონის მიწურულს ბელგიელმა ინგლისის პრემიერლიგა და ასოციაციის თასი მოიგო.

კომპანი კარიერას ბელგიურ ''ანდერლეხტში'' გააგრძელებს, სადაც მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციას შეასრულებს:''მსურს ჩემი გამოცდილება ახალგაზრდა ფეხბურთელებს გავუზიარო. როგორც ფეხბურთელი ''ანდერლეხტში'' ჩამოვყალიბდი, სადაც 6 წლის ასაკიდან ვიზრდებოდი.''

ვენსან კომპანი:''არასდროს დამავიწყდება ''მანჩესტერ სიტის'' ქომაგთა ლოიალური დამოკიდებულება ჩემს მიმართ როგორც მძიმე, ასევე წარმატებულ პერიოდებში.

დიდი მადლობა განსაკუთრებული გუნდის განსაკუთრებულ ქომაგებს, თუმცა წასვლის დროა. კლუბის პრეზიდენტის, შეიხ მანსურისა და გულშემატკივრების მადლიერი ვარ, მათ ჩემი ცხოვრება შეცვალეს.

არასდროს დამავიწყდება მანჩესტერელი ხალხისგან მიღებული უსაზღვრო სიყვარული. კარგად მახსოვს კლუბში მოსვლის პირველი დღე, ისევე კარგად, როგორც უკანასკნელი დღე.''

33 წლის კომპანი ინგლისურ კლუბში 2008 წელს გერმანული ''ჰამბურგიდან'' გადავიდა. მან პრემიერლიგა ოთხჯერ მოიგო, ინგლისის ასოციაციის თასი კი ორჯერ. ბელგიელის 11-წლიანი მანჩესტერული კარიერა დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები