ბართომეუ:
Aa
Aa

ბართომეუ: "ფეხბურთელები უკვე შევიძინეთ, მაგრამ ჯერ არ გეტყვი ვინ"

ერნესტო ვალვერდემ ლა ლიგის ბოლო ტურის წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ სიტუაციასთან ერთად ანტუან გრიზმანის ტრანსფერზეც ისაუბრა.

"ჩვენ ყოველთვის ერთი და იგივეს ვამბობთ. ის სხვა გუნდის მოთამაშეა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, პასუხი ყოველთვის ასეთია.

თუ ერთხელ და სამუდამოდ გრიზმანი "ბარსელონაში" გადმოვა შემდეგ ვნახოთ, თუმცა ჰიპოთეზები და მარჩიელობა არ მიყვარს, მას შეუძლია ჩვენთან გადმოვიდეს, ან სხვაგან წავიდეს.

გრიზმანის შესახებ უკვე უამრავი კითხვა დამისვეს, მაგრამ პასუხი ვერ გამომტყუეს.

ჩვენ ყველა შესაძლებელი საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ გუნდი გავაძლიეროთ.

მტკივნეული მარცხის შემდეგ გუნდში ვისაუბრეთ და ვიცით რა არის საჭირო სიტუაციის გამოსასწორებლად.

ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე თუ რა უნდა გავაკეთოთ სამომავლოდ და არა იმაზე რაც წარსულში იყო".

შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ რამდენიმე დღის წინ პრესას დაუდასტურა, რომ კლუბმა ტრანსფერები უკვე განახორციელა:

"ჩვენ ფეხბურთელები უკვე შევიძინეთ, ტრანსფერები განვახორციელეთ, თუმცა ჯერ არ გეტყვით ვინ. მათ შესახებ თქვენ მხოლოდ ესპანეთის სამეფო თასის ფინალის შემდეგ შეიტყობთ".

საინტერესოა რომელი მოთამაშეები გაიფორმა "ბარსამ" - გრიზმანი და დე ლიხტი, თუ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები