კონორ მაკგრეგორი უსახლკარო ოჯახებს ეხმარება
Aa
Aa

კონორ მაკგრეგორი უსახლკარო ოჯახებს ეხმარება

UFC-ის მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი ქველმოქმედებაში აქტიურადაა ჩართული. ირლანდიელის ბოლო პროექტი უსახლკარო ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს. კონორი მათთვის დუბლინში სახლს აშენებს, რომელშიც საცხოვრებელს 8 უსახლკარო ოჯახი მიიღებს.

როგორც მოგეხსენებათ მაკგრეგორის მშობლები მუშათა კლასის წარმომადგენლები არიან და ირლანდიელს ბავშვობა ფუფუნებაში ნამდვილად არ გაუტარებია. მებრძოლის კარიერის დაწყებამდე კი სანტექნიკოსად მუშაობდა.

მშენებლობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დასრულდება. ირლანდიელმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე პროცესის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა და განაცხადა: „აქ დიდი ხანია არ ვყოფილვარ და როგორც ვხედავ ყველაფერი მშვენივრად მიმდინარეობს. ფინიშის ხაზთან ახლოს ვართ და სულ მალე 6 ოჯახი, რომელიც ამჟამად სასტუმროში ცხოვრობს, ბინას მიიღებს“.

„ისინი სულ მალე თავიანთ ისტორიას შექმნიან და სამომავლო გეგმებს დაისახავენ. ამ ყველაფრით ძალიან ვამაყობ“.

ცხელი ამბები