ენრიკემ კაზორლა ნაკრებში დააბრუნა
Aa
Aa

ენრიკემ კაზორლა ნაკრებში დააბრუნა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ 23-კაციან განაცხადში სანტი კაზორლა შეიყვანა, გამოცდილი მოთამაშე ენრიკემ ეროვნულ ნაკრებში დააბრუნა.

34 წლის კაზორლას ტრავმების გამო ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა, შემდეგ ''არსენალიდან'' ''ვილიარეალში'' დაბრუნდა და ესპანური კლუბის ერთ-ერთ ლიდერად იქცა, რასაც ეროვნულ ნაკრებში მიწვევა მოჰყვა.

მიმდინარე სეზონში კაზორლამ ლა ლიგაში 34 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი შეაგდო და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ესპანეთის ეროვნული ნაკრები ივნისში ერთა ლიგაზე ორ მატჩს გამართავს, 7 ივნისს ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებს ესტუმრება, 10 ივნისს კი შვედეთს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები