ვის დაუსრულა კარიერა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა...
Aa
Aa

ვის დაუსრულა კარიერა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა...

როგორც მოგეხსენებათ, 2012 წლის 14 ნოემბერს შვედეთმა საკუთარ მოედანზე ინგლისის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა. „The Telegraph“-თან საუბარში „სტოკ სიტის“ მცველმა, რაიან შოუკროსმა აღნიშნული მატჩი გაიხსენა და საკმაოდ საინტერესო რამ განაცხადა.

„ოჯახში მეხუმრებიან, რომ ჩემი სანაკრებო კარიერა ერთმა ადამიანმა დაასრულა. ისინი ზლატან იბრაჰიმოვიჩს გულისხმობენ. ათი წუთი მქონდა იმისთვის, რომ მეჩვენებინა, თუ რა შემეძლო. სამწუხაროდ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელის წინააღმდეგ მომიწია თამაში. მე კი ის ვერ შევაჩერე. მან სწორედ იმ მომენტში გაიბრწყინა, როდესაც მე მოედანზე შევედი. ამის მერე ნაკრებიდან მოწვევა აღარასოდეს მომსვლია“ - განაცხადა რაიან შოუკროსმა.

შეგახსენებთ, რომ შოუკროსი თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო, რის შემდეგაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სამი ბურთი გაიტანა. ერთ-ერთი მათგანი კი წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები