ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "ბარსა" ვალვერდეს კიდევ 1 წლით ნდობას უცხადებს

დღეს „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბი ერნესტო ვალვერდეს კანდიდატურას მხარს უჭერს და ბასკი სპეციალისტი „ბლაუგრანაში“ მინიმუმ 1 წლით დარჩება.

ვალვერდე არის მწვრთნელი, რომელიც ჩვენ გვსურს. მას კლუბისგან და პრეზიდენტისგან სრული მხარდაჭერა აქვს და მან ეს კარგად იცის.

ჩვენი პროექტი საშუალო და გრძელვადიანია. ამჟამად მძიმე დარტყმის შემდგომ სიტუაციაში ვიმყოფებით და ამის გაძლება გვიწევს, თუმცა სეზონი მაინც შესანიშნავია“.

„ბარსას“ მილიონობით ქომაგი მწვრთნელის დათხოვნას ელოდა და ბევრი ამას აანონსებდა კიდეც, თუმცა როგორც ვხედავთ კატალონიელებმა ვალვერდეს ზედიზედ მეორე სამარცხვინო წაგებაც აპატიეს და მას კიდევ ერთ სეზონს მისცემენ.

ამჯერად ორი აზრი არ არის, რომ „ბარსელონას“ დირექტორთა საბჭო ბასკ სპეციალისტს გაისად პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოსთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვალვერდეს უკვე ნამდვილად დაითხოვენ.

ესპანური პრესა წერს, რომ ვალვერდეს დარჩენის მომხრე ფაქტიურად მთელი გუნდი იყო. ფეხბურთელებმა მწვრთნელს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები