Aa
Aa

"ლაციომ" იტალიის თასი მოიგო

რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე", იტალიის თასის 2018-2019 წლების სეზონის ფინალური შეხვედრა გაიმართა. რომის "ლაციომ" ბერგამოს "ატალანტას" 2:0 მოუგო და ქვეყნის თასს ისტორიაში მეშვიდედ დაეუფლა.

"ატალანტა", რომელიც თასის ფინალში მეოთხედ თამაშობდა და წინა 3 შემთხვევიდან ტიტული ერთხელ ჰქონდა მოგებული, შეხვედრის მიმდინარეობისას უპირატესობას ფლობდა, თუმცა შედეგს რომაელებმა მიაღწიეს. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა 82-ე წუთზე ანგარიში გახსნა, რასაც რამდენიმე წუთში ხოაკინ კორეას კიდევ ერთი გოლი და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება მოჰყვა.

"ლაციალემ" ტიტული 2-წლიანი პაუზის შემდეგ  მოიგო, უშუალოდ იტალიის თასის გამარჯვებული კი 2013 წლის შემდეგ პირველად გახდა. 

როგორც იწერება, ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, სიმონე ინძაგი, სეზონის ბოლოს "ბიანკოჩელესტის" მწვრთნელის პოსტს დატოვებს, რის მიზეზადაც კლუბის მფლობელ კლაუდიო ლოტიტოსთან კონფლიქტი სახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები