Aa
Aa

"ჩელსი" უარზეა - "პიპიტა" "იუვენტუსში" დაბრუნდება

ლონდონის „ჩელსი“ ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ აპირებს გონსალო იგუაინი „იუვენტუსში“ დააბრუნოს. არგენტინელი ფეხბურთელი „სტემფორდ ბრიჯზე“ იჯარის წესით იმყოფება და „ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით „არისტოკრატების“ სამომავლო გეგმებში „პიპიტას“ შენარჩუნება არ შედის.

იგუაინი „ჩელსიში“ იანვარში გადავიდა. ლონდონელთა თავკაცს, მაურიციო სარის მისი ეიმედებოდა და დარწმუნებული იყო, რომ გონსალო ჩვეულ ფორმას დაიბრუნებდა, თუმცა 31 წლის თავდამსხმელმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. „პიპიტამ“ „ლურჯების“ მაისური 21-ჯერ მოიგო და მეტოქე გუნდების ქომაგების დამწუხრება მხოლოდ 5-ჯერ მოახერხა.

„არისტოკრატები“ პოზიციას არც ტრანსფერების განხორციელების ერთი წლით აკრძალვის შემთხვევაში შეცვლიან. „ჩელსის“ შეუძლია 15.7 მილიონი ფუნტი გადაიხადოს და არგენტინელის იჯარა გაახანგრძლივოს, ან 31.6 მილიონ ფუნტად გამოისყიდოს, თუმცა „ლურჯებს“ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ.

„სტემფორდ ბრიჯის“ დატოვების შემთხვევაში სავარაუდოდ „პიპიტას“ ადგილსამყოფელის შეცვლა კიდევ ერთხელ მოუწევს. ტურინის „იუვენტუსს“ იგუაინის შენარჩუნება არ სურს და დიდი ალბათობით ზაფხულში ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი მსურველი კლუბი მოძებნოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები