NFL-ის სუპერვარსკვლავი „სამეფო კარის თამაშებში“
Aa
Aa

NFL-ის სუპერვარსკვლავი „სამეფო კარის თამაშებში“

„გრინ ბეი პეკერსის“ ქორთერბექმა, აარონ როჯერსმა, „სამეფო კარის თამაშებში“ მიიღო მონაწილეობა. პოპულარული სატელევიზიო გადაცემის მერვე სეზონის მეხუთე სერიაში 35 წლის მოთამაშემ ეპიზოდური როლი მოირგო.

აღნიშნული ინფორმაცია თავად როჯერსმაც დაადასტურა. აარონმა „ინსტაგრამზე“ გადასაღებ მოედანზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი ტექსტი დაურთო: „სულ რამდენიმე წამი იყო, მაგრამ მუდამ მადლიერი ვიქნები, რომ ბოლოსწინა სერიაში მივიღე მონაწილეობა“.

მოგვიანებით სოციალურ ქსელებში ვიდეოც გავრცელდა, რომელშიც როჯერსი თავისი როლის შესახებ საუბრობს: „ქალს ვეხმარებოდი, რომელსაც დაზიანებები ჰქონდა მიღებული... შემდეგ გადავწყვიტე - ჯანდაბამდე გზა ჰქონია მას, აქაურობას უნდა გავეცალო".

საინტერესოა, რომ „სამეფო კარის თამაშების“ გულშემატკივრებმა როჯერსის დაფიქსირება ვერ მოახერხეს და ინტერნეტსივრცეში რამდენიმე თეორია გავრცელდა. „გრინ ბეის“ სუპერვარსკლავს კი ჯერჯერობით არაფერი დაუზუსტებია.

ცხელი ამბები