მერებაშვილის ბრწყინვალე გოლი ექსტრაკლასაში
Aa
Aa

მერებაშვილის ბრწყინვალე გოლი ექსტრაკლასაში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის ჩემპიონატში ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ექსტრაკლასას 36-ე ტურში პლოცკის ''ვისლას'' ქართველმა შემტევმა ზაბრზეს ''გურნიკთან'' გასვლით მატჩში  ბრწყინვალე დარტყმით მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა.

მიმდინარე სეზონში მერებაშვილმა პოლონეთის ჩემპიონატის 30-ე შეხვედრაში მე-6 გოლი გაიტანა. გოლების გარდა 32 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 3 საგოლე პასია.

ისევე როგორც გიორგი მერებაშვილი, ''გურნიკის'' ქართველი ნახევარმცველი ვაკო გვილია სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. გვილიამ შეუცვლელად ითამაშა, მერებაშვილი კი მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე შეცვალეს.

მატჩი მერებაშვილის ერთადერთი გოლით პლოცკის ''ვისლამ'' მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები