ზიდანისა და ლუის ენრიკეს რთული დილემა...
Aa
Aa

ზიდანისა და ლუის ენრიკეს რთული დილემა...

მოგეხსენებათ, სულ მალე 2 აპრილს "რეალი" სტუმრად "ბარსელონას" მორიგ "ელ კლასიკოში" შეერკინება. სწორედ ამ მატჩთან და სეზონის დასკვნითი ნაწილთან დაკავშირებით საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ესპანური marca-მ. 

ამ მომენტისათვის "ლა ლიგაში" "ბარსა" თავის დაუძინებელ მტერს 10 ქულით უსწრებს, აღნიშნული დაპირისპირება კი ისეთ დროს იმართება, რომლიდანაც 3 დღის შემდეგ ორივე გუნდს "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები ელის. აქედან გამომდინარე, გამოცემა გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა ლუის ენრიკემ აღნიშნულ დაპირისპირებაში მთლად ოპტიმალური შემადგენლობა არ გამოიყვანოს. 

თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ "კლასიკო" ყოველთვის "კლასიკოა" და გუნდის ფანები, ალბათ, ამ გადაწყვეტილებას მთლად სიხარულით არ შეხვდებიან. 

ისიც სათქმელია, რომ "ბარსას" თავკაცი ზინედინ ზიდანთან შედარებით უკეთეს სიტუაციაშია, რადგან ყველაფრისდა მიუხედავად, ზიდანს (მართალია, მაშინ "კლასიკო" ბენიტესმა წააგო, თუმცა ეს ბევრს არაფერს ცვლის) პირველ წრეში განადგურებისთვის (0:4), აუცილებელი რევანშის ვერ აღებას ფანები არ აპატიებენ. 

ამრიგად, ორივე მწვრთნელი დგას დილემის წინაშე, რომელიც ასე შეგვიძლია დავასათაუროთ: "ჩემპიონთა ლიგა" თუ "ელ კლასიკო"?..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები