„ჩაწოდებას არ ვაპირებდი...
Aa
Aa

„ჩაწოდებას არ ვაპირებდი..." - ალექსანდრ-არნოლდის პირველი კომენტარი ისტორიული კუთხურის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში „ლივერპულმა“ „ბარსელონა“ 4:0 გაანადგურა და ისტორია დაწერა.

კატალონიელებმა მიჯრით მეორე სეზონში 3 ბურთიანი ჰანდიკაპი გაანიავეს და სამარცხვინოდ დამარცხდნენ.

მატჩის გმირი რა თქმა უნდა დივოკ ორიჯი და ჟორჟინიო ვაინალდუმი იყვნენ, თუმცა ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის კუთხურმა მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა.

არნოლდმა ისეთი რამ გააკეთა, რასაც ალბათ ვერავინ მოიფიქრებდა. მატჩის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

 

„ჩაწოდებას არ ვაპირებდი, ბურთი კუთხურის ნიშნულთან დავტოვე იმისთვის, რომ შემდეგ ვინმეს ჩაეწოდებინა.

შემდეგ, საჯარიმოში სივრცე დავინახე. ორიჯი მარტო იყო, ბურთი მას მივაწოდე და მანაც გაიტანა.

ორიჯი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, ეს მომენტი კი ყველას დაამახსოვრდება".

გამეორებაზე გამოჩნდა, რომ არნოლდი ბურთს შაქირის უტოვებდა, თუმცა წამიერად ორიჯი შენიშნა, სიტუაცია იდეალურად შეაფასა და რაც მოხდა თავადაც ნახეთ...

P.S. პარიზი, ტურინი, რომი და ლივერპული - „ბარსელონამ“ უკანასკნელ 3 სეზონში, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სტადიაზე სტუმრად ჩატარებულ გადამწყვეტ შეხვედრებში ჯამში 14 გოლი გაუშვა და საპასუხოდ ვერცერთის გატანა ვერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები