უცნაურობა ბრაზილიაში - მსაჯმა VAR-თან ილოცა და მონიტორს პირჯვარი გარდასახა
Aa
Aa

უცნაურობა ბრაზილიაში - მსაჯმა VAR-თან ილოცა და მონიტორს პირჯვარი გარდასახა

ბრაზილიის სერია A-ს მე-3 ტურის ცენტრალური შეხვედრის - "სან პაულო"-"ფლამენგოს" დაწყებამდე VAR-ი ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა ამჯერად ამის მიზეზი არასაფეხბურთოა და იგი მსაჯის ძალიან უცნაურ ქმედებას უკავშირდება.

მატჩის მთავარი არბიტრი, რიკარდო მარკეში სანამ სასტარტო სასტვენს მისცემდა, VAR-ის მონიტორთან მივიდა, რამდენიმე წამის განმავლობაში ილოცა, შემდეგ იქაურობას პირჯვარი გარდასახა და ამ რიტუალით, როგორც ჩანს, დაძაბული თამაშისას უფალს დახმარება სთხოვა.

  

"სან პაულოსა" და "ფლამენგოს" შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა, მარკეშმა კი ყვითელი ბარათი 8 ფეხბურთელს უჩვენა რაც შეეხება ამ მსაჯის მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებს, იგი 39 წლისაა და საერთაშორისო კატეგორიის რეფერის წოდება 2009 წლიდან აქვს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები