პოგბა ძვირია, კანტე ხელმისაწვდომია - ზიზუს აზართან ერთად კანტეც უნდა
Aa
Aa

პოგბა ძვირია, კანტე ხელმისაწვდომია - ზიზუს აზართან ერთად კანტეც უნდა

ზინედინ ზიდანი "რეალის" შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობას განაგრძობს. მადრიდელებმა უკვე შეათანხმეს ლუკა იოვიჩის კონტრაქტი, რომელსაც მალე ედენ აზარის თანხმობაც უნდა მოჰყვეს და ბელგიელი "სამეფო კლუბის" მეორე ახალწვეული გახდება.

Express-ის ინფორმაციით, მადრიდელები ლონდონის "ჩელსის" მეორე მოთამაშის გადაბირებაზეც ფიქრობენ. საუბარია ნგოლო კანტეზე, რომლითაც პირადად ზიდანი ინტერესდება.

როგორც ცნობილია ზიზუს პოლ პოგბას დამატება სურს, თუმცა ხვდება, რომ ამის გაკეთება რთული და საკმაოდ ძვირიც იქნება.

სათადარიგო გეგმა კანტე გახლავთ, რომელიც გაცილებით იაფიც ღირს.

ზიდანი ნახევარდაცვაში ძირეულ ცვლილებებს გეგმავს. ფრანგი სპეციალისტი ხვდება, რომ კვლავინდებურად კროოსი-მოდრიჩის წყვილს ვეღარ დაეყრდნობა.

რაც შეეხება კანტეს, ტრანსფერმარკეტზე ის 100 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

28 წლის ფრანგი საყრდენი "ჩელსის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს და გუნდის შედეგებიდან გამომდინარე სულაც არ არის გამორიცხული, რომ ზიდანის მომხიბვლელ წინადადებაზე დაფიქრდეს კიდეც.

კანტეს ანგარიშზე "ჩელსის" მაისურით 140 შეხვედრაში 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები