Aa
Aa

დვალიშვილი: ''სოფელში გავიზარდე, მიზანი დავისახე, მსურს სამაგალითო ვიყო''

UFC-ის მორიგი ორთაბრძოლები ოტავაში გაიმართა. ქართველმა მერაბ დვალიშვილმა მე-4 გამოსვლა წარმატებით დაასრულა. მან კანადელ ბრედ კატონას სძლია და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი ''სპორტი იმედზეს'' ესაუბრა.

მერაბ დვალიშვილი: ''ბრედ კატონა უკეთეს პირობებში ვარჯიშობს, კონორ მაკგრეგორის სპარინგ-პარტნიორია. მეტოქეს გამორჩეული სუსტი მხარე არ ჰქონდა.

ვაჟკაცური ჩხუბი მჩვევია, ე.წ. დაკა-დაკა, მაგრამ ამ ჩხუბში ჭკვიანურად წარვმართე, გამიმართლა და გამარჯვებით ძალიან გახარებული ვარ.

ჩემს გამარჯვებას აშშ-ში, კანადასა და ბრაზილიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგ ბრძოლას სამ თვეში რეიტინგში უფრო მაღალ პოზიციაზე მყოფ მებრძოლთან გავმართავ.

საქართველოში ჩვეულებრივად ვჩხუბობდი, ადვილად ვიმარჯვებდი, თავი მართლა მაგარი მეგონა, რომ შემეძლო UFC-ის ჩემპიონობა, მაგრამ სამწუხაროდ აშშ-ში ჩამოვედი და ვნახე, რომ დონეში დიდი განსხვავება იყო. შემდგომში თავი გადავდე და ბევრი ვივარჯიშე.

სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდა არაჯანსაღ ცხოვრების წესს ირჩევს, მსურს მათ მაგალითი მივცე.მსურს მათ ალკოჰოლსა თუ ნარკოტიკურ საშუალებებზე უარი თქვან.

მე ვანის რაიონის სოფელ სულორიდან ვარ, მე თუ შევძელი, ესეიგი ყველას შეუძლია თუ სწორად ვიცხოვრებთ და მიზანს დავისახავთ.''

ასევე იხილეთ - UFC: დვალიშვილი VS კატონა - სრული ბრძოლა

ცხელი ამბები