''უფრო ძლიერი დაბრუნდები'' - ჩაკვეტაძეს ოპერაცია ჩაუტარდა
Aa
Aa

''უფრო ძლიერი დაბრუნდები'' - ჩაკვეტაძეს ოპერაცია ჩაუტარდა

ბელგიური ''გენტის'' 19 წლის ქართველ ტალანტს გიორგი ჩაკვეტაძეს ანტვერპენში ოპერაცია ჩაუტარდა. ფოტო Instagram-ის Story-ზე მისმა თანაგუნდელმა გიორგი ქვილითაიამ გამოაქვეყნა და წარწერა დაურთო: ''უფრო ძლიერი დაბრუნდები.''

ჩაკვეტაძე ''კრილია სოვეტოვის'' ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემაც გაამხნევა: ''ჩაკვე'' ჯანმრთელობას გისურვებ, უფრო მაგარი და ძლიერი დაბრუნდები ეჭვიც არ მეპარება, ''გბალეშიკობ.''

''გენტის'' ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის მუხლი გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული აწუხებს, თუმცა უახლოესი ცნობით მას ცენტრალური მყესი დაზიანებული არ ჰქონდა. CrystalSport-ის ცნობით ცენტრალური მყესის დაზიანების შემთხვევაში ფეხბურთელი მინდორს 6 თვეში დაუბრუნდებოდა, თუმცა რადგან ცენტრალური მყესი დაზიანებული არ ჰქონდა, სავარაუდოდ 4 თვეში მინდორზე ვიხილავთ.

მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატში 5 გოლი შეაგდო, საკლუბო და სანაკრებო მატჩების ჩათვლით კი მის ანგარიშზე საერთო ჯამში 10 გოლია (ბელგიის ჩემპიონატი - 5 გოლი, ბელგიის თასი - 1 გოლი, ერთა ლიგის გათამაშება - 4 გოლი).

ფოტო: gff.ge, kaagent.be

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები