სუარესმა და რობერტსონმა პირველი ნახევრის შემდეგ გვირაბში წაიკინკლავეს
Aa
Aa

სუარესმა და რობერტსონმა პირველი ნახევრის შემდეგ გვირაბში წაიკინკლავეს

„ბარსელონას“ თავდამსხმელი, ლუის სუარესი და „ლივერპულის“ უკანახაზელი, ენდი რობერტსონი პირველი ტაიმის შემდეგ გვირაბში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

სუარესმა, რომელიც „ენფილდზე“ 2011-დან 2014 წლამდე გამოდიოდა, ანგარიში გახსნა და გატანილი გოლიც აღნიშნა. მატჩის მიმდინარეობისას ურუგვაელი თავდამსხმელი „ლივერპულის“ ფეხბურთელებს ხშირად ეკამათებოდა და იყო მომენტი, როცა ვან დეიკს, ალისონს და რობერტსონს შეელაპარაკა. „ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ინფორმაციით ინგლისელ მცველთან დაპირისპირება გასახდელისკენ მიმავალ გვირაბშიც გაგრძელდა.

ინციდენტს BT Sport-ის წამყვანი, მაიკლ ოუენი, შეესწრო: „პირველი ტაიმის შემდეგ  სუარესმა და რობერტსონმა გვირაბში წაიკინკლავეს. სიტუაცია არ გამწვავებული და ყველაფერი ძალიან მალე მოგვარდა“.

სუარესის გოლისა და მესის დუბლის წყალობით „ბარსელონამ“ 3-0 იმარჯვა. „ლივერპულს“ კი სასწაულის ჩადენა მართებს. მიუხედავად დამაჯერებელი სხვაობით მოგებისა, „ბლაუგრანას“ თავკაცს, ერნესტო ვალვერდეს, მიაჩნია, რომ არაფერი დასრულებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები