რიბერი ნაკრებში დაბრუნდება?
Aa
Aa

რიბერი ნაკრებში დაბრუნდება?

იმ შემთხვევაში, თუ დიდიე დეშამისგან წინადადებას მიიღებს, მიუნხენის ბაიერნის შემტევი ფრენკ რიბერი მზადაა, რომ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდეს. რიბერიმ სანაკრებო კარიერა 2014 წელს ტრავმის გამო დაასრულა.

„ვიცი, რომ დეშამს ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოები წაყვანა სურს. ბაიერნში ვთამაშობ და ტრავმის მოშუშების მერე, ვცდილობ სრულად დავიხარჯო. მაგრამ სანამ დავიწყებდე ფიქრს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე, საჭიროა დიდიესთან საუბარი - განცხადა ფრენკ რიბერიმ.

შეგახსენებთ, რომ რიბერის საფრანგეთს ნაკრების მაისურით 81 მატჩი აქვს ჩატარებული. დეშამის გუნდს A ჯგუფში რუმინეთთან, ალბანეთთან და შვეიცარიასთან მოუწევთ დაპირისპირება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები