Aa
Aa

ლონგი პრემიერლიგის ისტორიაში უსწრაფესი გოლის ავტორია

ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში ''უოტფორდისა'' და ''საუთჰემპტონის'' შეხვედრაში ანგარიში მე-7 წამზე შეინ ლონგმა გახსნა. ირლანდიელმა თავდამსხმელმა ''უოტფორდის'' მცველის შეცდომით ისარგებლა და შანსი გამოიყენა.

''საუთჰემპტონის'' ფორვარდმა ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში უსწრაფესი გოლი გაიტანა.

უსწრაფესი გოლის ხუთეულში შეინ ლონგის გარდა ხუთეულში ლედლი კინგი, ალან შირერი, კრისტიან ერიკსენი და მარკ ვიდუკა არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები