გუარდიოლა: ''არ ვიცი დე ბრუინი როდის დაბრუნდება''
''ქალაქელების'' ლიდერი კევინ დე ბრუინი მანჩესტერულ დერბიში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ''მანჩესტერ სიტის'' მთავარი მწვრთნელის პეპ გუარდიოლას განცხადებით ბელგიელს კუნთის ტრავმა აწუხებს. ამ თემაზე კატალონიელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:'' არ ვიცი როდის დაბრუნდება დე ბრუინი, თუმცა ხვალინდელ მატჩს გამოტოვებს. ვნახოთ შემდგომში როგორი იქნება მისი ფიზიკური მდგომარეობა. მას კუნთის ტრავმა აწუხებს.''
Is Kevin De Bruyne's season over due to injury?
— Sky Sports News (@SkySportsNews) April 23, 2019
Pep Guardiola has the latest after ruling the midfielder out of the Manchester Derby tomorrow night.
More: https://t.co/cGMnbmuOF1 pic.twitter.com/AbavI9QltI
გასულ შაბათს ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში ''მანჩესტერ სიტიმ'' ''ეტიჰედზე'' ფილ ფოდენის გოლით ''ტოტენჰემი'' დაამარცხა. 38-ე წუთზე 27 წლის ბელგიელი ნახევარმცველი ტრავმის გამო შეცვალეს.
''მანჩესტერ იუნაიტედსა'' და ''მანჩესტერ სიტის'' შორის გადადებული დაპირისპირება ხვალ, 24 აპრილს ''ოლდ ტრაფორდზე'' გაიმართება. მატჩის მთავარი არბიტრი ანდრე მარინერი იქნება.
ამ ეტაპზე პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს ''ლივერპული'' 88 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილს ''მანჩესტერ სიტი'' 86 ქულით იკავებს, თუმცა ''ქალაქელებს'' ერთით ნაკლები შეხვედრა აქვთ ჩატარებული. ''ოლდ ტრაფორდზე'' გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილის სათავეში გუარდიოლას გუნდს ვიხილავთ.