ქართველი ჰოკეისტების მარცხი ჩრდილოეთ კორეასთან
Aa
Aa

ქართველი ჰოკეისტების მარცხი ჩრდილოეთ კორეასთან

საქართველოს ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები მარცხით დაიწყო.

ქართველი სპორტსმენები ჩრდილოეთ კორეის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 4:9 წააგეს.

საქართველოს რიგებში გოლები არტიომ კოზიულინმა, ალექსანდ ვასილჩენკომ , ბორის კოჩკინმა და სემიონ ხარიზოვმა გაიტანეს.

B დივიზიონის მატჩები მექსიკაში იმართება, საქართველოს ნაკრები კი ჩრდილოეთ კორეის გარდა, მასპინძელ მექსიკას, ახალ ზელანდიას, ისლანდიასა და ისრაელს დაუპირისპირდება.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 22 აპრილს მექსიკასთან გამართვს.

ცხელი ამბები