დებიუტანტის გოლით ''ვიტ ჯორჯიამ'' ''დინამო'' დაამარცხა
Aa
Aa

დებიუტანტის გოლით ''ვიტ ჯორჯიამ'' ''დინამო'' დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურის ბოლო მატჩში თბილისის ''ვიტ ჯორჯიამ'' ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე თბილისის ''დინამო'' 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე თორნიკე მოსიაშვილის ჩაწოდების შემდეგ ამპლუით მცველმა ზურაბ სეხნიაშვილმა გაიტანა.

22 წლის ზურაბ სეხნიაშვილმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და დებიუტი გოლით აღნიშნა.

 

პირველი წრის დასრულების შემდეგ თბილისის ''ვიტ ჯორჯიამ'' 9 მატჩში 11 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზეა. ამდენივე ქულაა ბოლნისის ''სიონის'' ანგარიშზე, რომელიც მე-7 პოზიციაზეა.

რაც შეეხება თბილისის ''დინამოს,'' საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა 9 მატჩიდან 5 მოიგო, 1 ფრედ დაასრულდა და სამ შეხვედრაში დამარცხდა.''დინამოს'' 16 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ ''საბურთალოსთან'' სხვაობა 5 ქულას შეადგენს.

ფოტო: ''ვიტ ჯორჯიას'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები