ჯარელ მილერმა დუმილი დაარღვია
Aa
Aa

ჯარელ მილერმა დუმილი დაარღვია

30 წლის ამერიკელ მოკრივეს, ჯარელ მილერს, წესითა და რიგით 2 ივნისს ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, თუმცა სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა. ნიუ იორკის სპორტულმა კომისიამ ჯარელს ლიცენზია შეუჩერა. ბრიტანელი მებრძოლის წარმომადგენლებმა კი მისი შემცვლელის ძიება დაიწყეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით მილერმა პირველი კომენტარი რამდენიმე საათის წინ გააკეთა და განაცხადა: „მინდა ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც ურთულეს მომენტებში ჩემ გვერდით იდგნენ, მადლობა გადავუხადო“.

„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებს დიდ დროს არ ვუთმობდი, რადგან ვვარჯიშობდი და არ მსურდა ყურადღება სხვა საკითხზე გადამეტანა“.

„გავნადგურდი, როცა გავიგე, რომ ნიუ იორკის სპორტულმა კომისიამ ლიცენზია შემიჩერა. მინდა იცოდეთ, რომ მათ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ“.

„აკრძალული პრეპარატები განზრახ არასდროს მიმიღია და შოკში ჩავვარდი, როცა ეს სიახლე შევიტყვე“.

მე და ჩემს გუნდს დასამალი არაფერი გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯოშუასთან ორთაბრძოლა შედგეს“.

„ეს ტესტი ნებაყოფლობითი იყო. რამდენიმე დღით ადრე კიდევ ერთი ტესტი ჩავიტარე და სისხლში აკრძალული პრეპარატი არ აღმოუჩენიათ. დანებებას და საოცნებო ორთაბრძოლაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმას არ ვაპირებ. ვიცი, რომ არაფერი დამიშავებია“.

„15 წელია წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს ვაკეთებ. მეომარი ვარ და აკრძალული პრეპარატების მიღება არ მჭირდება“.

ცხელი ამბები