Aa
Aa

10 ლელო! მიჯრით მე-5 ფინალი! "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" რუსეთი გაანადგურეს!

საქართველოს 18-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთში, კერძოდ კი კალინინგრადში ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება იზეიმეს და ფინალში ითამაშებენ.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ნახევარფინალური შეხვედრა მაპინძელ რუსეთს სძლიეს და 64:10 დაამარცხეს.

ლელოს ავტორები ლუკა ივანიშვილი, ტატო გვიმრაძე, ლაშა კაკაურიძე, ლუკა მატკავა, ლუკა პეტრიაშვილი, ლევან ქუშაშვილი, ზაურ ლუტიძე, დათო ნინიაშვილი, თემურ კოხოძე გახდნენ.

10 ლელო - საქართველოს ნაკრები უბრალოდ შეუდარებელი იყო!

ქართველთა რიგებში გამოიერჩეოდა ლუკა მატკავა, რომლის შეჩერებაც რუსებმა ვერ შეძლეს.

დავით ჩავლეიშვილის გუნდმა ორივე ტაიმი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და გამარჯვება ეჭვქვეშ ერთი წუთითაც არ დაუყენებია.

ორ შეხვედრაში "უმცროს ბორჯღალოსნებს" უკვე 17 ლელო აქვთ დადებული!

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს მეტოქე ფინალში ესპანეთის ნაკრები იქნება, რომელმაც პორტუგალია 20:5 დაამარცხა.

ცხელი ამბები