ბენიტესმა მისი განთავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო
Aa
Aa

ბენიტესმა მისი განთავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

გუშინდელ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი კლუბის ბოლო დროინდელი ჩავარდნის გამო, რაფაელ ბენიტესის განთავისუფლებას აპირებდა. დღეს კი თავად ესპანელმა სპეციალისტმა ეს ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ კლუბის მფლობელთან მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაში გაიმართება.

 

 

„მე წავიკითხე, რომ თითქოს დე ლაურენტისს ჩემი განთავისუფლება სურს. ასევე სამწვრთნელო ბაზაზე მივედი და ფეხბურთელებსაც დავემშვიდობე. ეს ყველაფერი რათქმაუნდა სიმართლეს არ შეესაბამება. რამდენიმე კვირის შემდეგ კლუბის პრეზიდენტს შევხვდები და ჩემი მომავალიც სწორედ იქ გაირკვევა“ - განაცხადა ბენიტესმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები