იოსი ბენაიუნმა კარიერა დაასრულა
Aa
Aa

იოსი ბენაიუნმა კარიერა დაასრულა

"ჩელსის", "ლივერპულის", "არსენალის" და "ვესტ ჰემის" ყოფილმა ფეხბურთელმა, იოსი ბენაიუნმა კარიერა დაასრულა. ებრაელი ნახევარმცველი ბოლოს "იერუსალემის ბეითარში" ასპარეზობდა.

ბენაიუნმა "მერსისაიდელთა" მაისური 97 შეხვედრაში მოირგო და 2013 წელს "არისტოკრატებთან" ერთად ევროპა ლიგის ტრიუმფატორი გახდა.

იოსიმ გადაწყვეტილების შესახებ გულშემატკივრებს "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული პოსტით ამცნო და განაცხადა: "ჩემთვის მნიშვნელოვანია ქომაგებს  მადლობა გადავუხადო. სადაც არ უნდა წავსულიყავი ისინი ჩემ მიმართ მუდამ სიყვარულს იჩენდნენ".

"დარწმუნებული ვარ ჩემი ცხოვრების მომდევნო თავი გაცილებით რთული და ნაკლებად ამაღელვებელი იქნება".

"ჩემს საფეხბურთო კარიერაში ბევრი მომენტი იყო ისეთი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება".

აღსანიშნავია, რომ ბენაიუნი ერთ-ერთია იმ სამ ფეხბურთელს შორის, რომელსაც ჰეთ-თრიქი პრემიერ ლიგაზე, ჩემპიონთა ლიგაზე და ასოციაციის თასზე აქვს შესრულებული. იოსის გარდა ასეთი რამ სერხიო აგუერომ და ჰარი კეინმა გააკეთეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები