ჯოშუას ჯერ უაილდერი, შემდეგ კი უსიკი სურს
Aa
Aa

ჯოშუას ჯერ უაილდერი, შემდეგ კი უსიკი სურს

ბრიტანელ მოკრივეს, ენტონი ჯოშუას, მძიმე წონითი კატეგორიის ყველა საჩემპიონო ქამრის დასაკუთრება სურს. 29 წლის მებრძოლის კოლექციას მხოლოდ WBC-ის საჩემპიონო ქამარი აკლია, რომელსაც დეონტეი უაილდერი ფლობს.

ჯოშუას ამერიკელ მოკრივესთან ორთაბრძოლის გამართვა ჯარელ მილერთან შერკინების შემდეგ სურს და სჯერა, რომ სასურველ შედეგს დააფიქსირებს. ბრიტანელმა სამომავლო გეგმების შესახებ Sky Sport-თან ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ უაილდერის დამარცხების შემდეგ მზადაა უსიკს გაეჯიბროს.

"თუ უაილდერთან ორთაბრძოლა შედგება და ტიტულს დავისაკუთრებ, შემდეგ უსიკს დავუპირისპირდები. ჩვენი შერკინება ძალიან საინტერესო იქნება, რადგან ორივეს ყველა საჩემპიონო ქამარი გვაქვს მოგებული. უსიკმა იგივე შედეგი პირველ მძიმე წონაში დააფიქსირა".

"პარკერთან უკვე ვიჩხუბე, WBO-ს საჩემპიონო ქამარი დავისაკუთრე, პოვეტკინიც დავამარცხე, ახლა მილერს მოვუვლი და მომავალზე ამის შემდეგ ვიფიქრებ".

"თუ უაილდერთან ორთაბრძოლის გამართვის საშუალება არ მომეცა, ამ ყველაფერს რა აზრი აქვს? თუ WBC-ის საჩემპიონო ქამარი ვერ დავისაკუთრე, რისთვის ვშრომობ? მინდა შანსი მივიღო და დარწმუნებული ვარ მიზანს მივაღწევ".

"მილერთან ჯახისთვის 100 პროცენტით მზად ვარ! არა 99-ით ან 90-ით, ასით! ადრე აღვნიშნე, რომ მილერის სახეს რეკონსტრუქციას ჩავუტარებ. ერთი სული მაქვს ვნახო ბრძოლის შემდეგ მისი სახე რა მდგომარეობაში იქნება'

ცხელი ამბები