Aa
Aa

"ინტერს" ერიქსენი სურს

„მილანის ინტერი“ „ტოტენჰემის“ დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის, შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ გავლენიანი იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport იტყობინება.

„ნერაძური“ „დეზების“ ვარსკლავის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს და „ტოტენჰემისა“ და „სიტის“ მატჩზე სკაუტიც გააგზავნა. „ქალაქელების“ წინააღმდეგ ერიქსენმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და სონ ჰიონ მინმა ერთადერთი გოლი სწორედ მისი გადაცემის შედეგად შეაგდო.

„ინტერს“ დანიელი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ურთულესი კონკურენციის დაძლევა მოუწევს. ერიქსენის გადაბირება ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდს სურს. ყველაზე მეტად კი „მადრიდის რეალი“ აქტიურობს. „სამეფო კლუბი“ დიდი ხანია კრისტიანის შეძენას ცდილობს და თუ ესპანურ გამოცემებს დავუჯერებთ გამონაკლისი არც წლევანდელი ზაფხული იქნება.

ერიქსენი „ტოტენჰემის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს. დანიელ ნახევარმცველს ლონდონელთა მაისურით 267 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქე გუნდების კარის აღება 64-ჯერ მოახერხა. რაც შეეხება „ინტერს“, „ნერაძურის“ სურს საფეხბურთო ელიტას დაუბრუნდეს და ზაფხულში რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს. ლუჩიანო სპალეტის კოლექტივი წლეულს ჩემპიონთა ლიგის საგზურის დასასაკუთრებლად იბრძვის და სერია A-ს დასრულებამდე 7 ტურით ადრე 57 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები