Aa
Aa

"შენს ბო* დედას შე**ცი!" - რა და რატომ უთხრა კოშტამ მსაჯს გაძევებამდე?

ლა ლიგის 31-ე ტურში ქომაგები "კამპ ნოუზე" დიდი სანახაობის მოლოდინში იყვნენ, თუმცა სანახაობა მხოლოდ მეორე ტაიმის მეორე ნახევარში ვიხილეთ და ამაში დამნაშავე ერთი ფეხბურთელია - დიეგო კოშტა.

ბრაზილო-ესპანელმა ფორვარდმა შეხვედრის 29-ე წუთზე აუხსნელად იმოქმედა და არბიტრს პირდაპირ წითელი ბარათი გამოსტყუა.

ერთი შეხედვით შორიდან ყველაფერი უცნაურად ჩანდა, თუმცა ესპანურმა გამოცემებმა შეხვედრის შემდეგ ყველაფერს ნათელი მოჰფინეს.

"შენს ბო* დედას შე**ცი!" - სწორედ ამ სიტყვებით მიმართა დიეგო კოშტამ შეხვედრის მთავარ არბიტრ ხილ მანსანოს, რომელმაც მას იმწამსვე წითელი ბარათი უჩვენა.

"ატლეტიკოს" ფორვარდის ასეთი ქმედება ამ მომენტამდე აუხსნელია. სრულიად უწყინარ სიტუაციაში, რომელიც სუფთა სათამაშო მომენტი იყო, დიეგომ ასე მოქცევა გადაეყვიტა და გუნდი კიდევ ერთხელ დააღალატა.

მართალია ადგილზე გოდინი, ფელიპე და სხვები მიცვივდნენ, თუმცა მსაჯმა მათ სიტუაცია აუხსნა და სიტუაციაც მალევე ჩაწყნარდა.

კოშტამ მორიგი უაზრო გაფრთხილება მიიღო, რომელიც მის მორიგ სულელურ საქციელს მოჰყვა.

ალბათ შეამჩნევდით, რომ კოშტა მოედნიდან ხერარდ პიკემ გაიყვანა, რომელიც მას ამშვიდებდა და რაღაცას ესაუბრებოდა.

ესპანურმა პრესამ ეს მომენტიც გაარჩია. "მოკეტე! რა გინდა? გინდა, რომ 4 მატჩით გავარდე (იგულისხმება დისკვალიფიკაცია)?"

პიკეს სიტყვების შემდეგ კოშტამ მოედანი მშვიდად დატოვა და სიტუაცია მეტად აღარ გაუმწვავებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები